კანის კინოფესტივალი 6-17 ივლისს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 21:44 | 27.01.2021
ნანახია: 983

კანის კინოფესტივალი, რომელიც მაისში უნდა გამართულიყო, წელს 6-17 ივლისს ჩატარდება. ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

„კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 11-22 მაისს იყო დაგეგმილი, 2021 წლის 6-17 ივლისს გაიმართება“, - ნათქვამია  Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კანის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე