როგორ იხსნა პორტუგალიელმა დიპლომატმა ათასობით ებრაელი ჰოლოკოსტისგან
საქართველო, თბილისი - 21:22 | 27.01.2021 ნანახია: 1750
27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ნაცისტურმა გერმანიამ, ჰოლოკოსტის დროს ექვსი მილიონი ებრაელი გაანადგურა.
აქ მოთხრობილია ამბავი პორტუგალიელი დიპლომატისა, რომელმაც ათასობით ებრაელი იხსნა განადგურებისგან:
80 წლის წინ საშუალო რანგის პორტუგალიელი დიპლომატი არისტიდეშ დე სოუზა მენდეში არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ხელმძღვანელობისთვის დაეგდო ყური, თუ სინდისისთვის?
მენდეში სინდისის ხმას მიყვა, შესაბამისად, მან დაკარგა კარიერა და პენსია, სამაგიეროდ მის მიერ გადარჩენილი ადამიანების შთამომავლებისთვის ის გმირად დარჩა.
რამდენიმე წლის წინ, "დაუმორჩილებელ" დიპლომატს გმირული ქმედებისთვის ლიასაბონის ეროვნულ პანთეონში ბიუსტი დაუდგეს.
ლტოლვილის მოთხრობილი ამბავი
"გავიგეთ, რომ ფრანგები დანებდნენ და გერმანელები გვიახლოვდებოდნენ", - იხსენებს ჰოლოკოტს გადარჩენილი ჰენრი დაინერი. მაშინ ის სამი წლის იყო, თუმცა მისმა მეხსიერებამ შეინარჩუნა მშობლებთან ერთად ბელგიის ქალაქ ანტვერპენიდან გაქცევის მკაფიო კადრები.
ჰენრი დაინერი
"მახსოვს, როგორ გამაღვიძა დაბომბვის ხმამ და დედამ როგორ მითხრა, რომ ჭექა-ქუხილი იყო. შემდეგ მშობლებმა ჩართეს რადიო და მოუსმინეს მეფე ლეოპოლდს, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყანას ვერაგულად თავს დაესხა გერმანია. 1938 წელს, მამას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ომი დაიწყებოდა, შეადგინა გეგმა და მანქანა მზადყოფნაში ჰყავდა", - ამბობს ჰენრი დაინერი.
ელიეზერ დაინერი, მისი ცოლი სპრინსი, პატარა ჰენრი და კიდევ ოთხი ნათესავი, მათ შორის 7 თვის ბავშვი, ანტვერპენიდან გამოექცნენ დაბომბვას და გაემართნენ საფრანგეთში.
"მამა ერიდებოდა დიდ გზებს, გვერდი აუქცია პარიზს და მოძრაობდა [ატლანტის ოკეანის] სანაპიროს გასწვრივ", - იხსენებს ჰენრი.
როდესაც ბორდოში ჩავიდნენ, შეიტყვეს გერმანელების გამარჯვებების შესახებ, ჰენრის ოჯახი მიხვდა, რომ ანტვერპენში კიდევ დიდხანს ვერ დაბრუნდებოდნენ.
ბელგიის დაბომბვა ნაცისტებმა 1940 წლის მაისში დაიწყეს
ბრძანება თუ მოვალეობა?
1940 წლის 14 ივნისს პარიზში ვერმახტი შევიდა. ერთი კვირის შემდეგ მოკლეხნიანი ომი დამთავრდა. ივნისის დასაწყისში ბორდო, სადაც სოუზა მენდეში კონსულად მსახურობდა, ათასობით ებრაელით გაივსო, რომლებიც ჩრდილოეთ და ცენტრალური საფრანგეთიდან გამოიქცნენ.
პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პორტუგალიის დიქტატორი ანტონიუ დი ოლივეირა სალაზარის განკარგულებით, მკაცრი მითითება გასცა: ვიზების გაცემის საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტილიყო და მხოლოდ ლისაბონში.
სალაზარმა მეორე მსოფლიო ომის დროს დროებითი ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა
ამ დროს, სოუზა მენდეშმა გაიცნო რაბინი ჰაიმ კრიუგერი, რომელიც ბელგიიდან იყო ჩასული. დიპლომატმა ახალ მეგობარსა და მის ნათესავებს შესთავაზა მიეღოთ პორტუგალიის ვიზები. ნიუ იორკელი ისტორიკოსის მორდეხაი პალდიელის თქმით, მენდეშმა მორალური შოკი მიიღო, როდესაც კრიუგერმა მარტო გაქცევაზე უარი თქვა.
მოგვიანებით, ლისაბონში სოუზა მენდეშმა კრიუგერს უთხრა: "თუ ამდენი ებრაელი ერთი კათოლიკეს გამოა განსაცდელში, სამართლიანი არ იქნება, რომ ერთი კათოლიკე დაიტანჯოს ბევრი ებრაელის გამო?"
"კათოლიკეში" ის გულისხმობდა ჰიტლერს და თავის თავს, თუმცა ცნობილია, რომ ფიურერი რელიგიის მიმართ მტრულად იყო განწყობილი.
"ვიზები ყველასთვის"
17 ივნისს კონსულმა მენდეშმა გადაწყვეტილება მიიღო.
"მამა გამოვიდა საძინებლიდან დიდი ნაბიჯებით, გახსნა თავისი კანცელარიის კარი და ხმამაღლა დაიძახა: "ამ წუთიდან ვიზებს ვაძლევ ყველას! აღარ იქნება არანაირი გარჩევა, ეროვნების, რასისა და რელიგიის მიხედვით!" - იხსნებს მისი ვაჟი პედრუ მენდეში.
ჰენრი დაინერისა და მისი ოჯახისთვის ეს გადარჩენას ნიშნავდა. მათ მანამდე უკვე სცადეს ამერიკის, ბრიტანეთისა და კანადის ვიზების მიღება, მაგრამ ყველგან უარს ეუბნებოდნენ.
ჰენრის დედა სოუზა მენდეშს ანტვერპენშივე იცნობდა, სადაც ის საკონსულოს მდივნად მუშაობდა. სოუზა მენდეშმა დაინერების ოჯახი ვიზების მიმღებთა სიაში შეიყვანა და ლისაბონში შესათანხმებლად გააგზავნა.
"დედა ყვებოდა, რომ ამის შემდეგ ის რამდენიმე დღე დაიკარგა, ხოლო როდესაც დაბრუნდა, სრულიად ჭაღარა იყო", - ამბობს ჰენრი დაინერი.
სწორედ მაშინ დიპლომატმა დაიწყო ვიზების მასობრივი გაცემა თავისი ხელმძღვანელობის აკრძალვის მიუხედავად. ბორდოში, პორტუგალიის საკონსულოს წინ ლტოლვილების უზარმაზარი რიგი დადგა.
ათასობით გადარჩენილი
აშშ-ში არსებული სოუზა მენდეშის ფონდი 3 800 გადარჩენილი ებრაელის მონაცემებს ინახავს.
ბორდოში თავის თავზე აღებული მისიის დასრულების შემდეგ კონსული მენდეში გაემართა სამხრეთისკენ, საზღვარზე, სადაც ლტოლვილების კოლონა იყო. ის ვიზებს პირდაპირ გზატკეცილზე აფორმებდა.
კოლეგებმა ლისაბონს აცნობეს, რომ სოუზა სავარაუდოდ, გაგიჟდა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან იგზავნებოდა დეპეშები შეწყვეტის მოთხოვნით, მაგრამ კონსული ვიზების გაფორმებას მაინც აგრძელებდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ესპანეთის ხელისუფლებამ, კონსულის მიერ გაფორმებული ვიზები არამოქმედად გამოაცხადა. მაგრამ იმ დროსათვის ათასობით ლტოლვილმა საზღვრის გადაკვეთა მოასწრო. მათი უმეტესობა ამერიკაში გაემგზავრა.
ადამიანთა შორის, რომლებმაც ოკუპირებული საფრანგეთი დატოვეს, მენდეშის გაცემული ვიზებით, იყვნენ სალვადორ დალი, კინორეჟისორი კინგ ვიდორი, როტშილდების კლანის რამდენიმე წევრი და ბელგიის მომავალი დევნილი მთავრობა.
8 ივნისს არისტიდეშ დე სოუზა მენდეში წარსდგა მოხსენებით თავისი ხელმძღვანელობის წინაშე. დაუმორჩილებლობისათვის ის სამსახურიდან დაითხოვეს, მან ასევე დაკარგა პენსიის უფლება.
როდესაც მსოფლიოში ვითარება შეიცვალა, სალაზარის მთავრობამ მენდეშის დამსახურება მიითვისა და ებრაელების გადარჩენაში პორტუგალიის როლით ამაყობდა.
55 წლის ყოფილი დიპლომატი გარკვეული პერიოდი დახმარებებით ცხოვრობდა, რომელსაც ლისაბონში ებრაული სასადილოს მფლობელი უწევდა. მისი სახლი კაბაიანს-დე-ვირიატოში დაინგრა. 1954 წელს არისტიდეშ დე სოუზა მენდეში სიღარიბეში გარდაიცვალა. მისი შთამომავლები პორტუგალიის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ.
1966 წელს "იად-ვაშმის" მუზეუმმა ის იმ ადამიანთა სიაში შეიყვანა, რომლებამც რისკის ფასად ებრაელები ჰოლოკოსტისგან იხსნეს.
მხოლოდ 1988 წელს პორტუგალიის ხელისუფლებამ ოფიციალურად მოუხსნა გარდაცვლილს დისციპლინარული სასჯელი.
"როდესაც უყურებ იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში, რწმუნდები, რომ დღესაც გვჭირდებიან ადამიანები, რომლებიც სიმართლის მხარეს დადგებიან", - ამბობს 83 წლის ჰენრი დაინერი.
პოლიტიკა
- მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? - ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს
- როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან - ლევან ხაბეიშვილი
- 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა - ლევან იოსელიანი
- „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ამას ვერ შეძლებენ - პეტრე ცისკარიშვილი
საზოგადოება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
- რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი
- ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
- Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
- Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება