„ვეფხისტყაოსანი“ ბულგარულ ენაზე გამოიცა

საქართველო, თბილისი - 19:09 | 22.01.2016
ნანახია: 2757

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის ინიციატივითა და ქართული დიასპორის ხელშეწყობით „ვეფხისტყაოსნის“ ბულგარული გამოცემა დაიბეჭდა. გამოცემა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მეთორმეტე საუკუნის ქართული პოემის ბულგარული თარგმანი საჩუქრად გადაეცათ ბულგარეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და ბულგარეთის მთავრობის წევრებს, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტს, სხვა სასწავლო დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე