რიმა ბერაძის შუამდგომლობით ფიროსმანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

საქართველო, თბილისი - 16:34 | 22.01.2016
ნანახია: 1556

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან გიორგი წერეთელთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ფიროსმანის ქუჩის N18 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა. 
ავარიული შენობა, რომელიც  ასზე მეტი წლისაა, სიძველისგან და მიწისძვრისგან არის დაზიანებული.
საცხოვრებელი სახლის პროექტირება, რომელშიც 34 ოჯახი ბინადრობს, დეპუტატის შუამდგომლობით უახლოესმომავალშია დაგეგმილი, რის შემდეგაც ჩუღურეთის რაიონის განვითარების ფარგლებში  შენობას სარეაბილიტაციოსამუშაოები ეტაპობრივად ჩაუტარდება.
რიმა ბერაძესთან ერთად საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით, ავარიული შენობა დეპუტატის ბიუროსთანამშრომლებმაც დაათვალიერეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე