შეგიძლიათ "ბუფეტს" მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი "ტვიქსი" იყიდოთ - თაკო ჩარკვიანი ლევან იოსელიანს

საქართველო, თბილისი - 22:43 | 16.01.2021
ნანახია: 134

ქვეყანა არის გადასარჩენი და თქვენი რაღაც კორუფციული მამაძაღლობისთვის არ გვცალია, - მიმართა "სტერატეგია აღმაშენებლის" წევრმა, თაკო ჩარკვიანმა "მოქალაქეების" თავმჯდომარეს, ლევან იოსელიანს გადაცემაში "მთავარი დებატები" და პარლამენტის "ბუფეტში" "ტვიქსის ყიდვა ურჩია.

"რაც შეეხება ლევანს და ალეკოს მართლა გულწრფელად ვამბობ, ბიჭებო, მართლა მენანებით, უკვე ცუდად გამოიყურებით ეკრანზე, მერწმუნეთ მე დავბერდი ტელევიზიაში. გეტყვით ერთ რამეს, თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, თავად კარგად თქვით. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ "ბუფეტს" მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი "ტვიქსი" იყიდოთ, გაიყოთ, პარლამენტში, მიირთვათ და დაგვანებოთ თავი ბრძოლაში იმიტომ, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი და თქვენი რაღაც კორუფციული მამაძაღლობისთვის არ გვცალია... თქვენ ანგრევთ ოპოზიციის მონაპოვარს, არ მოგცემთ ამის უფლებას", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე