ვაჟა მარგველაშვილმა დოჰას ძიუდოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 12.01.2021
ნანახია: 931

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს წლის პირველი მასტერსის ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრების პირველ დღეს ქართველი ძიუდოისტებიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარგველაშვილმა, მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში დამატებით დროში მოლდოველი დენის ვიერუ დაამარცხა.

საწყის ეტაპზე, ტურნიზე მარგველაშვილმა რუსი და ეგვიპტელი სპორტსმენებიც დაამარცხა. მეოთხედფინალი კი ისრაელის წარმომადგენელთან  წარმომადგენელთან წააგო. 

დღეს 73 კილოგრამამდე კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე