ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 11.01.2021
ნანახია: 1541

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხახალეიშვილის ჯამრთელობის უმძიმესი პრობლემის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი შარშან გახდა. ხახალეიშვილს დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით, რისთვისაც საჭირო გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია გახდა. სამწუხაროდ, ლეგენდარული ძიუდოისტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გავიდა. ამათან, ის პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე