2016 წლისათვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტი 15 902 000 ლარს შეადგენს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 22.01.2016
ნანახია: 1571

დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა საზოგადოებრივი საბჭოს წევრებსა და დიდუბის მოსახლეობას გამგეობის 2016 წლის ბიუჯეტი წარუდგინა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

ირმა ზავრადაშვილმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა,რომლის მიხედვითაც გამგეობის ბიუჯეტი დაიგეგმა.

2016 წლისათვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტი 15 902 000 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რომელიც მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და კეთილმოწყობის ღონისძიებებს, გამოყოფილია  7 535 300  ლარი.

მოქალაქეთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით თანადაფინანსებული პროექტები 3 350 000 ლარით დაფინანსდება.

სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოქალაქეებისათვის კი 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 945 400 ლარი, რომელიც 5 სხვადასხვა სახის პროგრამის განხორციელებას გულისხმობს.

სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებისთვის რაიონის ბიუჯეტში გამოყოფილია 100 000 ლარი.

დიდუბის რაიონის გამგეობის 2016 წლის ბიუჯეტი, 2015 წლის ბიუჯეტის მსგავსად,საზოგადოებრივი საბჭოს წევრებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიხედვითდაიგეგმა.  ერთობლივი მუშაობით გამოვლინდა ის პრიორიტეტები და პროექტები, რომლებიც შემდგომ ბიუჯეტში განსახორციელებლად ჩაიდო.

დიდუბის რაიონში განსახორციელებელი ყველა პროექტი შესრულდება რაიონში შემუშავებული ინოვაციური პროექტების „გეო ინფორმაციული სისტემებისა“ და „monitoring.org.ge-ს მეშვეობით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე