სოფელ შინდისის მოსახლეობას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება

საქართველო, თბილისი - 12:48 | 27.09.2015
ნანახია: 2093

სოფელ შინდისის მოსახლეობას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება.

თბილისს შემოერთებულ სოფელში სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტი დღემდე არ არსებული საკანალიზაციო სისტემის სრულ მოწყობას ითვალისწინებს. ასევე სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი წლის პრობლემას მოუხსნის. სოფელ შინდისში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, ამავე რაიონის გამგებლის მოადგილე - ბადრი ხვადაგიანთან ერთად გაეცნო. დეპუტატმა დღესვე კოჯორში, წავკისსა და კიკეთში რამდენიმე კილომეტრიანი გზის საფარის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე