ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 18.12.2020
ნანახია: 1039

ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.

ტრადიციული ყოველწლიური დაჯილდოება ონლაინფორმატში გაიმართა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ კონკურსში ლევანდოვსკიმ ფინალში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის აჯობა.

2020 წელს 32 წლის ლევანდოვსკიმ მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ასევე გერმანიის ჩემპიონატი და გერმანიის თასი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე