დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 21.01.2016
ნანახია: 1509

2016 წლის 21 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისებისსაკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჰერბერტ ზალბერს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობადა შეაფასეს წინა რაუნდების შედეგები. მხარეებმა ისაუბრეს მ.წ. 23 მარტს დაგეგმილი, რიგით 35-ე რაუნდის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე დააღნიშნეს დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის მზადყოფნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე