ზესტაფონში ერთ-ერთ ოჯახში გვიან ღამით 4 ნიღბიანი პირი შეიჭრა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 06.12.2020
ნანახია: 720

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში ოთხი ნიღბიანი პირი გვიან ღამით ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრა. ისინი მუქარის ძალით თანხის წაღებას ცდილობდნენ.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ხმაური ატეხეს და დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც მძარცველებმა, ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე