დააკავეს პირი, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალიდან 10 000 ლარი გაიტაცა
საქართველო, თბილისი - 14:57 | 03.12.2020 ნანახია: 580
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ჯ., ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი.
ი.ჯ. დანაშაულს აღიარებს.
დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პოლიტიკა
- თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, რომ ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ - გრიგორი კარასინი
- იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი - ვიქტორ ორბანი
- ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას, ეს არის საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური - დიდი ბრიტანეთის საელჩო
საზოგადოება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
- გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით "თეგეტა გრინ პლანეტსა" და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- როდესაც ავტომობილი ბუნების ნაწილად იქცევა - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაზაფხული
- Bentley Exhibitions - თემო რეხვიაშვილის ფერწერა
სამართალი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
- კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
- ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა
- პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
- ბრიტანეთში კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება