ბათუმის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად სამარშუტო ტაქსის მძღოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 21:43 | 02.12.2020
ნანახია: 479

სოფელ სუფსაში თბილისი ბათუმის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

სამარშუტო ტაქსს, რომელიც სავარაუდოდ ფოთიდან მოდიოდა ტრაილერის ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე