შეიარაღებული პირები თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 12:29 | 01.12.2020
ნანახია: 547

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა კლინიკიდან 3000 ლარი გაიტაცეს.

მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე