ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი "დონალდ კუკი" შავ ზღვაში შემოვიდა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 23.11.2020
ნანახია: 1623

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი USS Donald Cook DDG 75 შავ ზღვაში შემოვიდა.

ევროპასა და აფრიკის რეგიონში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ამერიკული ხომალდები შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად.

სარდლობის ცნობით, შავი ზღვის რეგიონში ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული ხომალდი მეშვიდედ იმყოფება.

შეგახსენებთ, ხომალდი "დონალდ კუკი" 21 იანვარს ბათუმის პორტში შემოვიდა, სადაც 5 დღე დაჰყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე