საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლიდან კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 22.11.2020
ნანახია: 1241

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

60 წელს გადაცილებული მირიან თაზიაშვილი ადგილობრივი მაცხოვრებელია. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, უცნობია რა ვითარებაში გაიტაცეს კაცი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

მომხდარის შესახებ უკვე იციან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე