წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფმა მძევლების ნაწილმა შენობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 19:57 | 20.11.2020
ნანახია: 718

წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფმა მძევლების ნაწილმა შენობა დატოვა. BMC-ის ფილიალის შენობა სამმა მათგანმა დატოვა. მომლაპარაკებელმა ორი მამაკაცის და ერთი ქალის გამოყვანა შეძლო.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა, 9 მძევალი იმყოფებოდა.

წერეთლის გამზირზე, ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გადაადგილების საშუალება დროებით შეზღუდული აქვთ.

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი თავდამსხმელია შეჭრილი და მას 9 მძევალი ჰყავდა აყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე