ბათუმში, "ლელოს" შტაბის წევრებს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 18:17 | 19.11.2020
ნანახია: 695

ბათუმში, "ლელოს" შტაბის წევრებზე, ალექსანდრე მილორავასა და მიშო ქავთარაძეზე, თავდასხმა მოხდა. თავდასხმის კადრები TV 25-მა გაავრცელა.

როგორც "ლელოს" წევრები აცხადებენ, თავდასხმაში ბათუმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ბადრი მანველიძის შვილი და ძმისშვილი მონაწილეობდნენ. მანველიძე აგრეთვე ქართული ოცნების შტაბის წევრია.

თავდასხმა ერთერთ მშენებარე კორპუსთან მოხდა. მილორავა და ქავთარაძე ამჟამად საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე