რუსთავში, საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 13:08 | 19.11.2020
ნანახია: 556

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე