საზარელი მკვლელობა თემქაზე - მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მისი დაწვა სცადეს

საქართველო, თბილისი - 13:29 | 14.11.2020
ნანახია: 752

თემქაზე დაახლოებით 40 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მისი დაწვა სცადეს.

შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა. ადგილობრივებმა კვამლის სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც სახანძრო სამაშველო ბრიგადა და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მოსულ სამართალდამცველებს ცეცხლმოკიდებულ სახლში გარდაცვლილი ამაკაცის ცხედარი დახვდათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი მამაკაცი. დანაშაულის მოტივი, ამ ეტაპზე, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე