ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 13.11.2020
ნანახია: 748

ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ, მოქალაქეებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა ფედერაციის თანამშრომელი და ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი, მან აქტივისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქტივისტების პროტესტის მიზეზი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართული მატჩი გახდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ამასთან სტადიონზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე