საქართველო ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა

საქართველო, თბილისი - 22:55 | 12.11.2020
ნანახია: 615


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ვლადიმის ვაისის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისის "დინამოარენაზე" დაუპირისპირდა.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები C ჯგუფში, ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად, მოხვდებოდა.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე