ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 23:05 | 11.11.2020
ნანახია: 791

ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. ის სახლში მკურნალობს.

"ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი შენგელია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე