ნოდარ რუხაძე მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა

საქართველო, თბილისი - 19:02 | 11.11.2020
ნანახია: 626

ნოდარ რუხაძე მოსამართლემ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზი გახდა სამოქალაქო აქტივისტის შეკითხვა -“მოსამართლე რატომ არის აგრესიული?”

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე დაკავებულ აქტივისტების საქმეზე მოსამართლე უკვე 2 დღეა მსჯელობს.

სასამართლო ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, თუმცა გვიან ღამე შეწყდა და დღეს 3 საათისთვის ჩაინიშნა.

მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის რა ღონისძიება შეუფარდოს ნოდარ რუხაძეს და გიორგი მჟავანაძეს, რომელებიც 9 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე