სასამართლომ მიხაილოს პატიმრობაში დაბრუნების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მას გარეთ ყოფნის უფლება 2 საათით შეუმცირდა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 11.11.2020
ნანახია: 633

შინაპატიმრობაში მყოფ მიხეილ თოდუას ციხეში არ დააბრუნებენ, მაგრამ გარეთ ყოფნის დროს 2 საათით შეუმცირეს. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გამოაცხადა. მუსიკოსს სახლიდან გასვლა საღამოს 19 საათიდან დილის 8 საათამდე აეკრძალება, როცა მანამდე საღამოს 21 საათიდან დილის 8 საათამდე არ შეეძლო გასვლა.

პრობაციის ეროვნული სააგენტო შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსის საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვდა. მიზეზი 17 ოქტომბერს გირჩის პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც პრობაციის სამსახურმა მას არასაპატიოდ ჩაუთვალა.

მიხაილო თოდუას საქმის განხილვის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. თავად მუსიკოსი ფიქრობს, რომ პრობაციის სააგენტოს ქმედება პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე