ცესკო-სთან წყლის ჭავლით აქციის დაშლის დროს, მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ

საქართველო, თბილისი - 09:38 | 09.11.2020
ნანახია: 563

წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციაზე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. დაზიანებები მათ, ძირითადად, თვალის არეში მიიღეს.
თვალი დაუზიანდა TV პირველის ოპერატორს, სახის არეში დაზიანება მიიღო "ფორმულას" ჟურნალისტმა ანა ბარათაშვილმა, მომიტინგეების დარბევისას დაშავდა "დროების" ოპერატორი გიორგი ჯაფარიძე. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.

დაშავებულების ნაწილს სასწრაფო დახმარება ადგილზე გაეწია. ნაწილი კი კლინიკაში გადაიყვანეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე