კორონავირუსით ინფიცირებული 322 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 12:16 | 08.11.2020
ნანახია: 595

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 641 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 322 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 322 ადამიანი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 7 110 პირი ბინაზე მკურნალობს.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 316, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში - 332, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 - აჭარაში, ხოლო 971 - თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე