საქართველოში კორონავირუსისგან 2 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 08.11.2020
ნანახია: 641

საქართველოში კორონავირუსისგან 2 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოვლინდა კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 57 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 42 572 გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობას 4 691 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე