კორონავირუსით ერთ ოჯახში 52 წლის ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:48 | 06.11.2020
ნანახია: 832

კორინავირუსს ერთი ოჯახის ორი წევრი – ცოლ-ქმარი, 52 წლის ირინა მიქაძე და ლევან კაკაურიძე — ემსხვერპლა. გარდაცვლილები ხონის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დაღუპულები ექიმების მხრიდან უყურადღებობასა და დაუდევრობას შეეწირნენ.

დედ-მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუკზე დაწერა გარდაცვლილების შვილმა, მარი კაკაურიძემ. მან თქვა, რომ მისი მშობლები სახლში თავიანთი სახსრებით მკურნალობდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ქალი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც 112-ში დარეკა და 2 საათი ელოდა, სასწრაფო მაინც არ ჩანდა, ამიტომ მამა „გორმედის“ კლინიკაში თავისით მიიყვანა.

რაც შეეხება დედას, მარი ამბობს, რომ თავდაპირველად ის უკეთ იყო, თუმცა შემდგომ მდგომარეობა დამძიმდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე