ლარი მცირედით გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:30 | 06.11.2020
ნანახია: 699

6 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.4000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.87 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9892 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0137 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.45 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3942 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4181 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 ნოემბერიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე