125 დაავადებულიდან ერთი იღუპება - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 17:25 | 06.11.2020
ნანახია: 603

დღეს რეალობა ასეთია, 125 დაავადებულიდან ერთი იღუპება, რამდენი 125-ით მეტი იქნება, მეტი დაიღუპება. განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პაატა იმნაძის თქმით, რაც უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ ძალიან მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ, დანის პირზე გვიწევს სიარული. დავაწესოთ შეზღუდვები ისე, რომ ეკონომიკა ქვეყანაში ფუნქციონირებდეს. იმედია, რომ ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ დღეს რეალობა ასეთია – 125 დაავადებულიდან, ერთი იღუპება. რამდენი 125-ით მეტი იქნება, იმდენი მეტი დაიღუპება. კიდევ უფრო მეტი დაიღუპება, თუ მეტი გახდება ავად. ეს არის მსოფლიოს სტატისტიკა. ბინაზე მკურნალობის დროსაც დაიღუპებიან ადამიანები სამწუხაროდ, როდესაც ათიათასობით ადამიანი ავად გახდება, ვიღაცა ბინაზეც დაიღუპება. ამიტომ არ გვინდა, რომ იყოს ათი ათასობით ავადმყოფი ერთად", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე