მამუკა არეშიძე: ”გაზპრომის” კომერციული ფასი ბევრად უფრო დაბალია

საქართველო, თბილისი - 09:58 | 20.01.2016
ნანახია: 4225

მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ საქართველოს, სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულადანაზღაურება შესთავაზა, საქართველოს ეწვია აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელობა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ენერგეტიკის მინისტრს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. თითქმის არ გაკეთებულა განცხადება „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობასა და ახალი მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ”გაზპრომსა” და საქართველოს შორის გარიგება, შესაძლოა, გადაიქცეს უმძიმეს საშიშროებად საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ”პრაიმნიუსჯორჯიასთან” საუბარში კავკასიის საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ უპასუხა:

-დარგის სპეციალისტებმა და პოლიტიკოსებმასაკუთარი მოსაზრებები უკვე გაახმოვანეს და ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ”გაზპრომი” საქართველოში ახალი თემა არ არის და მასთან დაკავშირებული ხელშეკრუილებები წინა ხელისუფლების წლებში დაიდო.რეგიონულ-სტრატეგიული თვალსაზრისით, რამდენად სწორად იყო თავის დროზე შეთანხმებები გაფორმებული   და რა ხდება ახლა. საერთოდ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ საკითხის რაიმე პირობების ფარგლებში გადაწყვეტამ?

- გაზსადენი, რომელიც არსებობს რუსეთიდან სამრეთ კავკასიის მიმართულებით და შემოდის საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებზე, საბჭოთა პერიოდშია შექმნილი, რომელიც საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს, კერძოდ, საქართველოს და სომხეთს გაზით ამარაგებდა. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაზსადენი დარჩა, მხოლოდ მიდგომები შეიცვალა. ჩრდილოეთი- სამხრეთის გაზსადენის გარდა, 90-იან წლებში შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენი, ანუ გაზი საქართველოში აზერბაიჯანიდან წამოვიდა. მართალია, ეს იმდენი არ იყო, რაც საქართველოს მოთხოვნილებას მთლიანად დაფარავდა, მაგრამ 2006 წლისთვის ისეთი სურათი დალაგდა, რომ   სომხეთი სრულად იყენებდა იმ გაზს, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა, საქართველო-ნაწილობრივ დააზერბაიჯანულ გაზსაც -ნაწილობრივ. 2005- 2006 წელს საქართველოში პოლიტიკური სურათი შეიცვალა, დაიძაბა რუსულ-ქართული ურთიერთობები, ამას მოჰყვა დივერსია ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენზე. შემდეგ საქართველომ რუსულ გაზზე პრაქტიკულად უარი თქვა და აზერბაიჯანმა უზარმაზარი თანხა ჩადო იმაში, რომ თავისი ტექნიკური საშუალებები გაეზარდა, რათა საქართველოსთვის მეტი გაზი მოეწოდებინა. ახალი მოლაპარაკებებით, რომელიც შედგა საქართველოსა და რუსეთს შორის, საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენიდან 10% ტრანზიტის საფასური რჩებოდა. აუცილებელია ითქვას, რომ ”გაზპრომის” მიერ სომხეთისთვის მიწოდებული გაზი სომხეთს არ ყოფნიდა, ამიტომ სომხეთში მეორე გაზსადენიც შეიქმნა, რომელიც ირანიდან შემოდიოდა და ნაწილობრივ ირანიც აწვდიდა სომხეთს გაზს. ირანული გაზი განსაკურებით გამოიყენებოდა სომხეთის ტერიტორიაზე ზოგიერთი თბოსადგურის სამუშაოდ, მაგრამ სომხეთის მომარაგების საკითხში თავიდანვე ჩადებული იყო ნიუანსი: იმისათვის, რომ შემდგომში, ირანს არ შეძლებოდა თავისი გაზის დანარჩენ კავკასიაში შემოტანა (იგულსხმება საქართველო), ან არ ჰქონოდა პრეტენზიები გაზის გაყიდვის თაობაზე, რუსებმა აიძულეს ირანიც და სომხეთიც, რომ სომხეთის ტერიტორიაზე შესული გაზსადენის მილი ვიწრო ყოფილიყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ირან-სომხეთის გაზსადენი მხოლოდ სომხეთისთვის იყო განსაზღვრული. ბოლო დრომდე, საქართველო მოიხმარდა აზერბაიჯანის გაზს დამატებული 10%, რომელიც რჩებოდა რუსულ-სომხური გაზსადენიდან. დღეს, როცა ”გაზპრომი” ახალ პირობებს უყენებს საქართვლოს, მდგომარეობს იმაში, რომ გადახდის ფორმა შეიცვალოს, ანუ 10% გადახდილი იყოს არა გაზით, არამედ-ფულით. საქართველოს ეს არ აწყობს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ქართულ მხარეს ის გაზი მაინც საყიდელი გაუხდება, რადგან არც ის 10% და არც აზერბაიჯანის გაზი საქართველოს გაზრდილ მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს. მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოში გაჩნდა 155 ათასი ახალი აბონენტი, საქართველოს დაქსელვა გრძელდება და შესაბამისი რესურსი აღარ არის. აზერბაიჯანს ტექნიკურად არ შეუძლია მეტი გაზი მოგვაწოდოს, ჩვენი მოხმარება დღეში დაახლოებით 8 მილიონი კუბური მეტრია და აზერბაიჯანი 6 მლნ კ.მეტრს გვაწვდიდა. ახლა აზერბაიჯანი გაიჭირვებს და 1 მილიონს დაგვიმატებს ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის. ამიტომ დადგა ეს საკითხი, რომ საქართველომ უფრო მეტი გაზი მიიღოს რუსეთისგან.

- საჭიროების მიხედვით გამოდის, რომ”გაზპრომთან” ურთიერთობის გადახედვის ინიციატორი საქართველო იყო?

-არა, ინიციატორი ”გაზპრომი” იყო. ლაპარაკი დაიწყო იმით, რომ შეიცვალოს პირობები და მერე საქართველომ შეაშველა საკითხი გაზის მოწოდების გაზრდაზე. რუსეთი თანახმა არ არის, გაზი იმ ფორმით მოგვაწოდოს, როგორც ჩვენ გჭირდება და არ გვაწყობს მისი პირობა, რადგან გადახდილი ფულით ისევ გაზი უნდა შევისყიდოთ და ელემენტარულად ძვირი დაჯდება. დღეს გაზის ფასი ცვალებადია და იმ ხელშეკრულებით, რომელიც რუსეთს სურს რომ დაგვიდოს, იქგარკვეული თანხა განისაზღვრება და მორჩა.

- საქართველოსთვის შემოთავაზებულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, მსოფლიოში გაზის ფასი რომ შეიცვალოს, ჩვენ მაინც ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასად მოგვიწევს ბუნებრივი აირის შესყიდვა?

-დიახ და ამიტომ არ გვაწყობს. რუსეთმა წამოგვიყენა ულტიმატუმი, რომ თუ ჩვენ უარს ვიტყვით გადახდის ფორმის შეცვლაზე, მაშინ რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე   გაატარებს 10 მილიარდ კუბურ მეტრს ირანისთვის და ირანი გაცვლის წესით მიაწოდებს იგივე რაოდენობას სომხეთს, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი საჭირო აღარ იქნება.

-წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ სკანდალური განცხადებები კეთდებოდა ”გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილების წინააღმდეგი არ იყო, თუმცა, საბოლოოდ   გაზსადენი აღარ გაიყიდა და დაიდო იმ ტიპის შეთანხმება, სადაც საქართველოს სასარგებლოდ ცადებულ 10%-ს დღეს იგივე ”გაზპრომი” ფულად გვთავაზობს. არის თუ არა დღეს ეს საკითხი დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე და რაში გამოიხატება იგი?

-მაშინ რუსეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის მისთვის მიყიდვას ითხოვდა. მაშინ კახა ბენდუქიძე გამოვიდა და თქვა, მერე რა მოხდა, მივყიდოთო, მერე ვანო მერაბიშვილი გამოვიდა პარლამენტში და თქვა, ფული არ ყარს და რა მნიშვნელობა აქვს, გაზსადენი ვისი იქნება, მთავარია, საქართველო თანხას მიიღებსო. მაშინ ამერიკელები შეშფოთდნენ და მათ გადაიხადეს 50 მილიონი დოლარი ამ გაზსადენის რეაბილიტაციაში, რათა საქართველოს გაზსადენი არ გაეყიდა. ამ გაზსადენის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე არის პოლიტიკური ზემოქმედების გარკვეული ბერკეტი, როგორც დღეს ოპოზიცია ამბობს, რუსეთიდან საქართველოზე, ისე საერთოდ, საქართველოში ვითარებაზე. როდესაც გაზსადენი ააფეთქეს, საქართველო ნაწილობრივ, ხოლო სომხეთი მთლიანად გაზის გარეშე დარჩა. საქართველოს აქვს საშუალება, გაზსადენის მეშვეობით რუსეთის სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაზე ზემოქმედება მოახდინოს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ესგაზსადენი გვჭირდება და იმ შემთხვევეაში, თუ ეს ყველაფერი აზრებაიჯანის მხარეს გადაინაცვლებს, ჩვენ   ეს ბერკეტი ხელიდან გამოგვეცლება. ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი მთლიანად რომ იყოს დატვირთული და საქართველო მთლიანად დამოკიდებული იყოს ამ გაზზე,მაშინ, რასაკვირველია, რუსეთს სერიოზული ზემოქმედების ბერკეტი ექნება საქართველოზე, მაგრამ 10-20% არ არის ის რაოდენობა, რომლითაც შეუძლია რუსეთს საქართველოზე ზემოქმედება მოახდინოს.

-რუსეთს რომ ”გაზპრომის” პირობების გადასინჯვის საკითხი დღის წესრიგში დაუდგა, უკავშირდება თუ არა მის ურთიერთობებს ამერიკასთან და ზოგადად იმ პროცესებს, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს?

-ეს არის პოლიტიკური საკითხი,რუსეთს უნდა, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასია მაქსიმალურად მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ. ფასების ცვლა და ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოება ვითარებაზე ზემოქმედების ერთერთი ბერკეტია. მაგალითად, აზერბაიჯანზე რუსეთი საკმაოდ ეფექტურად ზემოქმედებს, 31 დეკემბერს ამ ქვეყანას ხელი მოაწერინა ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც მან 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა იყიდოს რუსეთისგან. რუსეთი ასე აყენებს საკითხს, რომ ენერგეტიკა არის პოლიტიკის განმსაზღვრელი.

-გასულ კვირაში, პოლიტკოსებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკო ბამას სიტყვაზე, რომლიც მან კონგრესში წართმოთქვა, სადაც მას თურმე, საქართველო არ უხსენებია, ანუ რადგან ობამამ გამოსვლაშირამდენჯერმე ახსენა უკრაინა, მას საქართველოს შესახებაც აუცილებლად უნდა ესაუბრა. ამის მიხედვით, უნდა ვიფიქროთ, საერთაშორისო დღის წესრიგშისაქართველო დღეს მნიშვნელოვანი აღარ არის, მით უმტეს, რომ ადრე აშშ საქართველო-”გაზპრომის” საკითხში ჩაერია და ახლა, მსგავსი რეაქცია ჯერ არ ყოფილა?

- პოლიტკოსების გამონათქვემებიდან გამომდინარე, ძალიან არასწორ დასკვნებს ვაკეთებთ, რაც კლასიკური პროვინციული პოლიტიკის ნიმუშია. თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერმა საქართველო არ ახსენა, საქმე დაღუპულია. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასე არ არის. დღეს აშშ-ს პრესა ლაპარაკობს აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამერიკის პოლიტიკური ლიდერები ამ თემას უარყოფით კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. აზერბაიჯანი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, ამერიკის ხელისუფლებამ მას მიუყენა ”მაგნიტსკის კანონი”, რომელიც თავის დროზე რუსეთისთვის შეიქმნა, ცნობილი იურისტის, მაგნიტსკის მკვლელობის გამო. ამ აკნონის, მიხედვით, ყველა ადამიანი რუსეთში, რომელიც შემჩნეულია ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში, ამერიკისთვის არის პერსონა ნონგრატა. აზერბაიჯანზე შეტევა ხდება როგორც აშშ-დან, ისე რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს, აზერბაიჯანი ახალი მაიდნის არენად გადააქციოს. ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ეს ვქყანა, მისი მანათი არნახულად დავარდა დოლართან მიმართებაში. ბევრ რეგიონში სერიოზული გამოსვლებია, მართალია სოციალური მოთხოვნებით, მაგრამ მათ უკან როგორც ჩანს, მხოლოდ სერიზოული პოლიტკური ძალები კი არა, ქვეყნებიც დგანან. რადგან ობამამ საქართველო არ ახსენა, არ ნიშნავს, რომ აშშ-ს ინტერესები და მიდგომები სამხრეთ კავკასიის მიმართ შეიცვალა. ეს რეგიონი უშუალოდ ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს და იქ მიმდინარე პროცესები აშშ-სთვის არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე, ვთქვათ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.ბარაკ ობამას მგდომარეობა ჩემოდანზე მჯომი კაცის მდგომარეობაა. ობამა რას ამბობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება აღარც ქონდეს, რადგან მთავარია, რას ფიქრობს აშშ-ს ადმინისტრაცია. დარწმუნებული იყავით, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია და ბრიუსელი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს.

-აზერბაიჯანში ამერიკის მხრიდან ვითარების შეცვლის მცდელობის ფონზე ”გაზპრომის”   მიერ საქართველოსთვის პირობების წამოყენება , ხომ არ   გულისმობს იმას, რომ ქვეყანა დიდი ქვეყნების ინტერესების დაპირისპირებას შორის აზერბაიჯანის მიზეზით მოხვდა?

-არა, საქართველო მოხვდა იმ გეოპოლიტიკური წისქვილის ქვებს შორის, რომელიც ახლო აღმოსავლთსა და კავკასიაში ტრიალებს. რთული ვითარებაა ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთსა და აზერბაიჯანში, თურქეთში პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ ფონზე, საქართველოში ერთი შეხედვით განსაკუთრებული და კრიზისული არაფერი ხდება, დღეს ჩვენი მეგობრები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ებრძვიან ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ სივრცეში და ცდილობენ ერთმანეთს პრობლემები შეუქმნან საკუთარ ტერიტორიაზე. ის, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური თავლსაზრისით რუსეთში ხდება, გარკვეულ წილად   ევროპის დამსახურებაა. დღეს რუსეთი ცდილობს, გადავიდეს ენერგეტიკული ანაზღაურების დოლარის პრინციპიდან მანეთის პრინციპზე, რადგან ამერიკას შეუქმნას პრობლემები. დღეს, აზერბაიჯანში ამერიკას და რუსეთს თავ-თავისი ინტერესები აქვთ. ჩათვალეთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ებრძვის.

-არაპოლიტიკური ფიგურების ვარაუდით, ”სოკარს” მომარაგების მხრივ პრობლემა მართლა აქვს და საქართველო იძულებულია ”გაზპრომს” ელაპარაკოს. შეიძლება იყოს მეორე ვარიანტიც, რომ ”სოკარი” საქართველოში კომერციულ ობიექტებზე გაზს საკმაოდ ძვირად ყიდის და ”გაზპრომის” შემოყვანით   საქართველოცდილობს ”სოკარს” ფასი დააკლებინოს. ხომ არის საფიქრებელი, რომ საქართველო ”სოკარს”   ”გაზპრომთან” მოალპარაკების მეშვეობით ევაჭრება?

-სწორი ეჭვია, არ გამოვრიცხავ, რომ ასე შეიძლება იყოს. აზერბაიჯანული ”სოკარის” კომერციული” ფასი 350 დოლარია და ”გაზპრომის” კომერციული ფასი ბევრად უფრო დაბალია. ვაჭრობამ შეიძლება შედეგად მოიტანოს და”სოკარმა” ფასი დაგვიკლოს. იდეალური ვარიანტია, რომ აზერბაიჯანმა ჩადოს ფული, გააკეთოს ახალი კომპრესორები, გაზარდოს ტექნიკური საშუალებები, რათა საქართველოს წელიწადშიდაახლოებით 9 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში მიწოდოს და კომერფციული ფასი შეამციროს. იმედია,2019 წლიდან ეს ისედაც გაკეთდება, რადგან ”შაჰ-დენიზი-2” აზერბაიჯანის გაზის საბადოს მეორე ნაწილი ამოქმედდება და ამ რაოდენობის გაზი ისედაც გვექნება.

”პრაიმნიუსჯორჯია”, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე