ჯანდაცვის ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 19:49 | 05.11.2020
ნანახია: 544

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად.

"ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი, მეორედ შემოდგომაზე და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი, მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის ჩვენება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. თქვენ კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ აქ თავის გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად. ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა. ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს ამას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე