ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზეა

საქართველო, თბილისი - 19:01 | 05.11.2020
ნანახია: 502

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება.

უცნობია დეტალები, რომელი საქმის ფარგლებში იმყოფება ირაკლი კობახიძე გამოკითხვაზე და რა შეკითხვები აქვს მასთან გამოძიებას. თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების წინ გაკეთებულ განცხადებას დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე