თოვის გამო ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველო, თბილისი - 13:39 | 05.11.2020
ნანახია: 469

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე