საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 05.11.2020
ნანახია: 506

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 49218-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 49218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 33459 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 401.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3160 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2446, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4489.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე