საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 04.11.2020
ნანახია: 605

საქართველოში COVID-19-ით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 46817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31170 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 381.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3004 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2428, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4355.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე