ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან 2 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 04.11.2020
ნანახია: 683

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული 2 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 46817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31170 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 381.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3004 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2428, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4355.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე