ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 03.11.2020
ნანახია: 560

ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 26 წლის ქალს კორონავირუსი ჰქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.

გარდაცვლილის დედა "რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, რომ კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.

ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ ჰქონია. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე