ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
საქართველო, თბილისი - 14:00 | 03.11.2020 ნანახია: 639
საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, მთავრობას აქვს ვალდებულება, იზრუნოთ ვირუსის გავრცელების შენელებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამით არის განპირობებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი, ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის კარგი დინამიკა გვაქვს, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ვიზრუნოთ ვირუსის გავრცელების შენელებაზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერი მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, რადგან ეს არის ამ დროისთვის უსაფრთხოების დაცვის ყველაზე კარგი საშუალება.
„ეს არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალაქეებს ინფიცირებისგან და დაავადების გავრცელებისგან. ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება და შესაბამისად, მოდით, ყველამ ვატაროთ პირბადე. ეს არის საკუთარი თავის და სხვისი დაცვის ყველაზე კარგი დაცვის საშუალება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















