ბოლო 24 საათში COVID-19-გან კიდევ 1 833 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 03.11.2020
ნანახია: 552

ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID-19-გან კიდევ 1 833 პაციენტი გამოჯანმრთელდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც შენარჩუნებულია პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე