საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 03.11.2020
ნანახია: 442

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე