ნათია მეზვრიშვილს COVID-19 დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 23:28 | 02.11.2020
ნანახია: 522

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"დამიდასტურდა Covid -19 კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას", - წერს მეზვრიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუდგინდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე