აჭარის ჯანდაცვის მინისტრს COVID-19 დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 02.11.2020
ნანახია: 556

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს COVID-19 დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნიჟარაძე ამჟამად სახლში მკურნალობს. უცნობია სავარაუდო ინფიცირების წყარო.

2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში 1 852 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, გარდაიცვალა 7 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე