ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 1696 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 02.11.2020
ნანახია: 563

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 1696 ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 342-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 პირი. ინფიცირებულთაგან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 882 ბინაზე, ხოლო 2 236 არის კოვიდსასტუმროში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე