საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:38 | 01.11.2020
ნანახია: 616

საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​40 727 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 25 104.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 335-ს შეადგენს.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 007 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი. ინფიცირებულთაგან 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 870 კი ბინაზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე