პარლამენტის შენობაში და კანცელარიასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული

საქართველო, თბილისი - 19:14 | 31.10.2020
ნანახია: 494

თბილისის პარლამენტის შენობაში ყვითელი ავტობუსებით საპოლიციო ძალები შეიყვანეს.

პარლამენტის გარე პერიმეტრზეც უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული, შენობის გარეთ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს.
პოლიციის დამატებითი ძალები, პარლამენტის გარდა, მთავრობის კანცელარიასთანაც არიან მობილიზებულები.

დღეს, 8 საათზე არჩევნების დასრულების შემდეგ, პარლამენტთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას გამართავს.

ფოტო: მთავარი არხი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე