SOS! ოპერის თეატრის გახსნა მუსიკოსების გარეშე - არ შევდივართ „ბომონდში“, სამწუხაროდ
საქართველო, თბილისი - 12:57 | 19.01.2016 ნანახია: 3420
მუსიკათმცოდნე მზია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს, სადაც ის ოპერის გახსნასთან დაკავშირებით საუბრობს. მუსიკოსის თქმით, ოპერის თეატრის გახსნაზე ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა.
“ყველამ ვიცით, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ოპერის თეატრი 30 იანვარს გაიხსნება, ხოლო ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ ახალი პრემიერა კი 30 წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება! შესანიშნავია! ყველა მუსიკოსი გულისფანცქალით ელოდება ამ საზეიმო დღეს, განახლებული ქართული კლასიკის ხილვას, მაგრამ, ნურას უკაცრავად...
აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჩემსა თუ სხვა მუსიკისმცოდნეებზე, საუბარია ფალიაშვილის მუზეუმზე (!!!), კონსერვატორიაზე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირზე. არც ერთს არ ერგო ბილეთები ნანატრ „აბესალომზე“ და ოპერის თეატრის გახსნაზე.
თურმე ნუ იტყვით და სამხატვრო ხელმძღვანელს, ბ-ნ კინწურაშვილს ფალიაშვილის მუზეუმის წარმომადგენლისთვის უბრძანებია, რომ მოსაწვევების მთელი რაოდენობა გასანაწილებლად კულტურის სამინისტრომ წაიღო და ის ანაწილებს პარლამენტარებზე, დიპლომატიურ კორპუსსა და ბიზნესმენებზე. ხოლო ბილეთის ღირებულება, გაინტერესებთ, რამდენია _ 350 ლარი (!). ეს მაშინ ხდება, როდესაც კონსერვატორიის ზოგერთი პროფესორის ხელფასი 32-სა და 152 ლარს შორის მერყეობს (?!).
ბ-ნ კინწურაშვილ, ეტყობა, ისიც დაავიწყდა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ფალიაშვილის მუზეუმმა ნახევარი საუკუნის შემდეგ ხელახლა გამოსცა „აბესალომ და ეთერის“ კლავირი. თვითონაც ბრძანდებოდა კლავირის პრეზენტაციაზე. რა მოკლეა კაცის მეხსიერება! და საერთოდ, ჩვენი ერის დიდი ნაწილისაც, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემაა.
ბ-ნ კინწურაშვილს მინდა მოვახსენო, თბილისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს ელემენტარული რამ: რომ არა ზაქარია ფალიაშვილი, ქართული ოპერა არ იარსებებდა! რომ არა კონსერვატორია _ ქართული საოპერო და საკომპოზიტორო სკოლა არ იარსებებდა! რომ არა ქართველი კომპოზიტორები _ ქართული ოპერა არ იარსებებდა! და საერთოდ, რომ არა ქართველი მუსიკოსები _ დღეს ქართული ოპერა არ იარსებებდა! პარლამენტარები კი იცვლებიან, ხოლო მათი შეცვლით ხელოვნებას არაფერი აკლდება!
მინდა, აგრეთვე, მოვახსენო ბ-ნ კინწურაშვილს, რაკი იგი საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანდება, მას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ უნდა უყვარდეს ქართული მუსიკა და ქართველი მუსიკოსები. ეს ერთი! მეორე _ როდესაც ხარ საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა გყოფნიდეს პრინციპულობა და სწორედ თქვენ, დიახ, თქვენ (!) უნდა დაიცვათ ქართველ მუსიკოსთა ინტერესები! ძალიან ხელსაყრელი პოზიციაა _ სამინისტრომ და კანცელარიამ მთლიანად წაიღო ბილეთები და ბილეთები აღარაა. და თქვენ რას მიკეთებდით? თქვენ თავი აარიდეთ პრობლემებს, არა? იოლია, მაგრამ გამართლება არა აქვს!
ბ-ნო კინწურაშვილო, მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ფალიაშვილის მუზეუმისთვის უნდა გადაგედოთ ბილეთები, არამედ ფალიაშვილის შთამომავლებისთვისაც, ეს ისე, სხვათა შორის, სხვა კლასიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვა.
ახლა გავარკვიოთ ვინ უნდა დასწრონ ნანატრი ოპერის თეატრის გახსნას? პარლამენტი მთლიანად! ე.ი. კობახიძე, ბესელია, მეჭიაური და სხვანი. ეტყობა, ბესელია-კობახიძე ეთერის არიით იღვიძებს და იძინებს, მეჭიაურ-ჯაჭვლიანმა კი ზეპირად იციან აბესალომისა და მურმანის პარტიები...
აგრეთვე უნდა იყვნენ, ვინ? _ ბიზნესმენები! ისინი, ცხადია, 350 ლარს იოლად გადაიხდიან. და ცხადზე უცხადესია, რომ უნდა იყოს _ ბომონდი, ე.წ. „ცნობადი სახეები“, შლეიფიან-დეკოლტირებულ კაბებში (ეს აუცილებელი ყოფილა!). კი ბატონო, ვენაში, პარიზში _ გასაგებია, მაგრამ ვენაში მუსიკოსების ანაზღაურებაც იქნებ შეგვახსენოთ, ხომ ბრძანდებით ევროპაში „ნავალი“ კაცი? ჰოდა, გვიპასუხეთ! ბოდიში, მაგრამ ამ გაუბედურებულსა და შეჭირვებულ ქვეყანაში ეს მოთხოვნები, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა.
გარდა ამისა, ეს ყველაფერი საბჭოთა პერიოდს მახსენებს, პირველ ყოვლისა ნომენკლატურის მიწვევა ყველა პრემიერაზე, სავალდებულოდ რომ იყო. ეს ის ნომენკლატურა იყო, ერთ-ერთი მათგანი „აბესალომ და ეთერის“ ფილმ-ოპერის სცენარს რომ გაეცნო და ფრაზა „ვის უნდა ქალი ეთერი?“ წითელი ფანქრით გადახაზა, კინო-სცენარი ამის გამო „დაიწუნა“. როდესაც გაოგნებულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ჰკითხა _ რას უწუნებთო, აღშფოთებულს და გაწიწმატებულს უპასუხია: _ «Подлец этот Абесалом», ცოლზე როგორ თქვა უარიო, საბჭოთა რეალობას და ქართულ ვაჟკაცობას არ შეეფერებაო! თქვენ რა გგონიათ ამჟამინდელი პარლამენტარების 80%-ზე მეტის ინტელექტუალური შესაძლებლობი უკეთესია?! სამწუხაროდ, ვერა და ვერ მოვიშორეთ ეს საბჭოთა უბედურება! კი, ბატონო, მესმის, რომ საჭიროა ნომენკლატურა, მესმის, რომ დიპლომატიური კორპუსიც და ბიზნესის წარმომადგენლებიც აუცილებელია, თუმცა ვეჭვობ, დიდად მოიხიბლონ ოპერით და დიდად ვეჭვობ გაუძლონ 4 მოქმედებას. არაერთხელ მინახავს კონცერტის დამთავრებამდე დაცლილი საკონცერტო დარბაზები და უბილეთობის გამო გაწბილებული მუსიკოსები. ასე რომ, უკეთესი არც ახლა იქნება, მით უფრო, ამჟამინდელი პარლამენტარების „იბიარდობისა“ და მისთანების მომსწრენი ვართ ყველანი და კარგად ვიცით მათი შესაძლებლობები. სპექტაკლის მსვლელობის დროს მობილურების წკრიალ-ზრიალი რომ გარანტირებულად იქნება, მაგაზე აღარაფერს ვამბობ.
ბ-ნო კინწურაშვილო, ოპერის თეატრში 1000-ზე მეტი ადილია. ნომენკლატურისთვის მიგერთმიათ 200-300 ბილეთი, მაგრამ სულ მთლიანად? აღ-მაშ-ფო-თე-ბე-ლია! ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ბილეთების ფასი 350 ლარი? აღ-მაშ-ფო-თე-ბე-ლია! რა, საქველმოქმედო ღონისძიებაა? მგონი არა.
ისიც ბრძანეს სამინისტროში, გახსნის დღე (ანუ 30 იანვარი) მოსაწვევებითააო, ძალიან კარგი, მაგრამ, ნუთუ 100 მუსიკოსი მაინც ვერ მოიძებნა, რომელიც მოსაწვევს დაიმსახურებდა? პასუხი თქვენთვის მომინდვია ბატონებო!
P.S. კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა მომივიდა და დამავიწყდა; დიახ, სამინისტროს გადაუწყვეტია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელებისათვის თითო-თითო ბილეთი მიეცათ, მაგალითად, ფალიაშვილის მუზეუმს და კომპოზიტორთა კავშირს ერთი ბილეთი, რადგან ამ ორ ორგანიზაციას ერთი ხელმძღვანელი ჰყავს (?!). ალბათ კონსერვატორიის ხელმძღვანელისთვისაც გაიმეტებენ 1-2 ბილეთს. მაინტერესებს, რა დააშავა „რიგითმა“ პროფესურამ, რომლებმაც არაერთი მომღერალი, კონცერტმაისტერი, ორკესტრანტი, გუნდის მომღერალი, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის ხარჯზე აღზარდა? რა დააშავეს „რიგითმა“ მუსიკისმცოდნეებმა, რომლებიც წლების მანძილზე უხელფასოდ წერენ რეცენზიებს საოპერო სპექტაკლებზე? რა დააშავეს „რიგითმა“ შემსრულებლებმა და ა.შ. და ა.შ.
თქვენთვის, და ჩანს, კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკებისთვისაც, ჩვენ ყველანი „რუხი მასა“ ვართ და არ შევდივართ თქვენ წარმოსახულ „ბომონდში“. სამწუხაროა!
რიგითი მუსიკისმცოდნე მზია ჯაფარიძე
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















