საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 31.10.2020
ნანახია: 637

საქართველოში კორონავირუსით ​22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობიდან 10 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – ოთხი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 307-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 22 691.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე